fbpx

Study in LT(ისწავლე ლიეტუვაში) არის არაკომერციული ეროვნული ინფორმაციისა და მხარდაჭერის ცენტრი იმ სტუდენტთათვის, რომლებსაც სურთ ისწავლონ ლიეტუვაში.

ჩვენი მიზანი არის ინფორმაცია მივაწოდოთ მომავალ უცხოელ სტუდენტებს, მათ მშობლებსა და სხვებს, ლიტვის უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის, ლიტვის უნივერსიტეტების, ხელმისაწვდომი სასწავლო პროგრამების, დაფინანსების შესაძლებლობების, საიმიგრაციო პროცედურებისა და სხვ. შესახებ.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სააპლიკაციო პროცედურა ტარდება თქვენს მიერ შერჩეული უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე, ხოლო თქვენი განაცხადი მუშავდება უშუალოდ უნივერსიტეტის მიერ. თქვენ შეგიძლიათ გადახვიდეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე „გააკეთე განაცხადი“ ღილაკზე დაჭერით.

ამ გვერდზე თქვენ იპოვით სრულ ინფორმაციას ქართულ ენაზე შემდეგ საკითხებზე:

  • უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემა;
  • მიღების პროცედურა;
  • მიღების წინაპირობები;
  • სწავლის საფასურები;
  • სტიპენდიები და გრანტები;
  • ვიზები.

უმაღლესი განათლება ლიეტუვაში

ლიეტუვას გააჩნია უმაღლესი განათლების დიდი ხნის ტრადიცია და უცხოელებს თბილ გარემოს სთავაზობს. ლიეტუვას უნივერსიტეტების დიდი რაოდენობა სთვაზობს 500-ზე მეტ სასწავლო პროგრამას, რომლებიც რუსულად და ინგლისურად ისწავლება. სტუდენტებს შეუძლიათ ისწავლონ როგორც სრულ ისე ნახევარ განაკვეთზე.

ლიტვის უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემა შედგება სამი დონისგან:

  • საბაკალავრო პროგრამა (აკადემიური და პროფესიული);
  • სამაგისტრო პროგრამა (მათ შორის MBA);
  • ასპირანტურა (სადოქტორო პროგრამები; რეზიდენტურა).

უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სამივე ხარისხის მიღება შეუძლიათ. კოლეჯის მეშვეობით შესაძლებელი არის როგორც ბაკალარის ხარისხის, ისე პროფესიული კვალიფიკაციის მიღება.

ზოგიერთი უმაღლესი სასწავლებელი საგანმანათლებლო ონლაინ კურსებსაც სთავაზობს.

აკადემიური წელი ლიეტუვაში:

  • იწყება სექტემბერში ან ოქტომბერში (დამოკიდებული არის უნივერსიტეტზე);
  • სრულდება შუა ივნისში ან ივლისში (დამოკიდებული არის უნივერსიტეტზე);
  • დაყოფილი არის საგაზაფხულო და საშემოდგომო სემესტრებად.

ზოგიერთი უნივერსიტეტი სთვაზობს საგაზაფხულო მიღებებს იმ პროგრამებზე, რომელიც იწყება იანვარში ან თებერვალში.

ლიტვის უნივერსიტეტებში მიღების პროცესი

უნივერსიტეტების უმრავლესობისთვის საშემოდგომო სემესტრებზე განაცხადების მიღების ბოლო ვადა არის ივნისში, თუმცა, უცხოელი სტუდენტებისთვის რეკომენდირებული არის გადაცხადის რაც შეიძლება ადრე გაკეთება. პროცედურა შესაძლოა ერთ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდეს.

ლიტვის უნივერსიტეტში მოხვედრა, თქვენ უნდა გაიაროთ შემდეგი საფეხურები:

1. აირჩიოთ სასწავლო პროგრამა.

შეისწავლოთ WWW.STUDYIN.LT, რათა გაიგოთ უფრო მეტი სასწავლო პროგრამებისა და ფინანსური შესაძლებლობების შესახებ.

2. გააკეთოთ განაცხადი ონლაინ.

სასწავლო პროგრამის გვერდზე არსებულ „გააკეთე განაცხადი“ ღილაკზე დაჭერით, შეგიძლიათ მიჰყვეთ ბმულს უნივერსიტეტის გვერდამდე, და თქვენს მიერ შერჩეული პროგრამის შესაბამისად ატვირთოთ ყველა საჭირო დოკუმენტი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ საზღვრებს გარეთ მიღებული საგანმანათლებლო დოკუმენტები და სერტიფიკატები აღიარებული უნდა იყოს ლიტვის უმაღლესი განათლების ხარისხის შეფასების ცენტრის მიერ (მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: skvc.lt). ზოგი უნივერსიტეტი დამოუკიდებლად აფასებს უცხოეთის საგანმანათლებლო დოკუმენტებს. მათ შორის არიან შემდეგი უნივერსიტეტები:

3. გაიაროთ საკონკურსო შერჩევა და დაელოდოთ პასუხს უნივერსიტეტისგან.

წარმატებით გაიარეთ შერჩევა? გილოცავთ! დარწმუნდით, გჭირდებათ თუ არა ვიზა ლიეტუვაში სასწავლებლად, და თუ ასეა – გააკეთეთ განაცხადი დაუყოვნებლივ.

განაცხადის გაკეთების მოთხოვნები

ყველა აპლიკანტმა უნდა დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნის დონე IELTS ან TOEFL სერტიფიკატის მეშვეობით.

საბაკალავრო პროგრამაზე განაცხადის გასაკეთებლად, უნდა წარმოადგინოთ საშუალო სკოლის ატესტატი ან მისი ექვივალენტი.

სამაგისტრო პროგრამაზე განაცხადის გასაკეთებლად, უნდა წარმოადგინოთ ბაკალავრის სერთიფიკატი ან მისი ექვივალენტი, სასურველია იგივე სფეროში.

სადოქტორო პროგრამაზე განაცხადის გასაკეთებლად, უნდა წარმოადგინოთ სამაგისტრო სერთიფიკატი ან მისი ექვივალენტი.

სწავლების ღირებულება

ლიტვის უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის ოდენობა დამოკიდებული არის კონკრეტულ უნივერსიტეტსა და სასწავლო პროგრამაზე.

უნივერსიტეტები და კოლეჯები სწავლის საფასურებს ყოველ წელს აქვეყნებენ. საშუალოდ, ლიეტუვაში უმაღლესი განათლების ფასები შემდეგია:

  • საბაკალავრო პროგრამა – 1300 ევროდან წელიწადში;
  • სამაგისტრო პროგრამა – 2300 ევროდან წელიწადში;
  • სადოქტორო პროგრამა – 8400 ევროდან წელიწადში.

სტიპენდიები და გრანტები

ყველა დარგის სტუდენტებს, ფაკულტეტებს და მკვლევარებს საზღვარგარეთიდან შეუძლიათ მიმართონ სამთავრობო სტიპენდიას. უმეტეს შემთხვევებში,  სტიპენდია მოიცავს როგორც სწავლის საფასურს, ასევე ცხოვრების ხარჯებს. ფინანსური პირობები დამოკიდებულია განმცხადებლის წარმოშობის ქვეყანაზე.

ჩვენი ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული სტიპენდიების სახეები შემდეგია:

  • ლიტვის ენისა და კულტურის კურსები (ზაფხული და ზამთარი);
  • მოკლევადიანი (1-2 სემესტრი) სწავლა ლიტვის ან ბალტიის კვლევების დარგში;
  • მოკლევადიანი (1-2 სემესტრი) კვლევა ყველა სხვა სფეროში;
  • მაგისტრატურაზე სრულ განაკვეთზე სწავლა.

გარდა ამისა, სტუდენტს შეუძლია მიიღოს ინდივიდუალური გრანტი უნივერსიტეტისგან, აკადემიური მიღწევების გათვალისწინებით.

ყველა სტიპენდიისა და გრანტის დეტალური ჩამონათვალი იხილეთ აქ.

საერთაშორისო სტუდენტებს, მათ შორის ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების სტუდენტებს, შეუძლიათ მიმართონ მთავრობის მიერ დაფინანსებულ სადოქტორო პროგრამებს.

სავიზო ინფორმაცია

თუ თქვენ ხართ ევროკავშირის რომელიმე წევრი ქვეყნის მოქალაქე, თქვენ არ გჭირდებათ ვიზა ლიეტუვაში სასწავლებლად.

თუ თქვენ არ ხართ ევროკავშირის მოქალაქე, თქვენ უნდა შეიტანოთ განაცხადი ვიზაზე.

ლიეტუვაში სასწავლებლად, თქვენ გჭირდებათ ეროვნული ვიზა (D).

ეროვნული ვიზა (D) არის ვიზა, რომელიც საშუალებას აძლევს უცხო ქვეყნის მოქალაქეს შევიდეს ლიეტუვის რესპიბლიკაში და დარჩეს 90 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. ერთჯერადი ეროვნული ვიზა გაიცემა უცხოელზე, რომელსაც მიენიჭა დროებითი ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა ლიტვის რესპუბლიკაში. მრავალჯერადი შესვლის ეროვნული ვიზა გაიცემა უცხოელზე, რომლის მიზანი ლიტვის რესპუბლიკაში შესვლაა ხანგრძლივი ვადით დარჩენის მიზნით.

ლიეტუვაში ჩასვლამდე, აუცილებელი არის ეროვნულ ვიზაზე წინასწარ განაცხადის შეტანა. ამის გაკეთება შესაძლებელი არის ლიტვისრესპუბლიკის საელჩოში ან სავიზო განცხადების ცენტრში. თუ თქვენს ქვეყანაში არ არის ლიტვის რესპუბლიკის ოფიციალური წარმომადგენლობა, თქვენ მოგიწევთ იმ უახლოეს ქვეყანაში გამგზავრება, სადაც ლიტვის რესპუბლიკა ოფიციალურად არის წარმოდგენილი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სააპლიკაციო პროცესი განიხილება ცალკეული ინდივიდუალური უნივერსიტეტის მიერ. ვიზები გაიცემა ლიტვის რესპუბლიკის საელჩოების, დიპლომატიური მისიებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ.

***

The text above is a translation from English language. If you, native speakers, have any suggestions on improving this translation – please e-mail us.